12 ივლისს, სტიქიის შედეგად დაზიანდა შპს „თელავგაზის“ საშუალო წნევის გაზსადენი, რის შედეგადაც გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ სოფელ ყარაჯალის, რუისპირის, იყალთოსა და წინანდლის 17243 აბონენტს.
შპს „თელავგაზის“ ავარიული სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ დაზიანების დროულად აღმოსაფხვრელად.
აბონენტებისთვის გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება, 12 ივლისს 18:00 საათიდან ეტაპობრივად და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
ქ. თელავი, ვარდოშვილის N11/15
Info.telavgazi@socar.ge